კლიმატის ცვლილება ყველა ქვეყანაში ოდითგანვე დიდ პრობლემას წარმოდგენს.კლიმატ წარმომქნელი არაერთი პრობლემა არსებობს.თუმცა ვინ ახდენს ზეგავლენას კლიმატზე? ყველა ცოცხალ არსებას გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია გარემოზე. აქედან გამომდინარე, ადამიანის გავლენა გარემოზე გარდაუვალია.
ადამიანის ზეგავლენით ზიანდება მიწა,წყალი,ჰაერი… ის თითოეული რესურსი რაც ადამიანებს და ყველა ცოცხალ ორგანიზმს სჭირდება სასიცოცხლოდ. მინდა გესაუბროთ კონკრეტულად, ერთ-ერთ რესურსსზე,მიწაზე.
მიწის დაბინძურება, მიწის ზედაპირისა და ნიადაგის დეგრადაცია გამოწვეულია ადამიანის მოქმედებებითა და ბუნებრივი რესურსების ბოროტად გამოყენებით. ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის გამომწვევ მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს:
” ურბანული განაშენიანება: იმისათვის, რომ მოხდეს საცხოვრებელი სახლების აშენება მოსახლეობისათვის ბუნებრივი არეალი ნადგურდება ძირითადად არაეფექტური და არასათანადო დაგეგმარების შესაბამისად. ურბანულ განაშენიანებას, როგორც წესი მოაქვს მიწის ფართობის გახარჯვა, სადაც რჩება პატარ პატარა ნაკვეთები, რომელთა გამოყენებაც შემდეგ გარკვეული უსარგებლო მიზნებისათვის ხდება (როგორიცაა გზები, დეკორატიული და უსარგებლო / გამოუყენებელი მიწის ფართობი).
* სოფლის მეურნეობის უსარგებლო მეთოდები: ცხოველთა საშენები (ცხოველთა კვება-გამრავლების ოპერაციები) ფარგლებში, ქიმიური მკვებავი საშუალებების, ჰერბიციდებისა და პესტიციდების გამოყენება, მონოკულტურების ზრდის მეთოდი (მხოლოდ ერთი მოსავალი სეზონიდან სეზონამდე) და ხეტყის გაჩეხვა სოფლის მეურნეობის გაფართოებისათვის, რაც ხელს უწყობს გარემოს დეგრადაციასა და დაბინძურებას.
*პირადი მოხმარება: თანამედროვე კულტურა უფრო მეტ, დიდ და უკეთეს „ნივთებს“ ითხოვს, ასევე ჩვენი ურთიერთობა და ქცევები ბუნების მიმართ, მრეწველობის ზრდა, სწორედ ეს მიზეზები იწვევს მიწის დაბინძურებას და გარემოზე მავნე ზეგავლენას.
* სამრეწველო საქმიანობა: ქიმიური პლასტმასის წარმოება, დაბალი ხარისხის პროდუქცია, გარემოს დაცვითი მიდგომები და მეთოდები (ე.წ. უკანონო ნაგავსაყრელები) და გამონაბოლქვი არამხოლოდ მიმდებარე ტერიტორიებს აბინძურებენ, არამედ შორეულ ტერიტორიებსაც კი სწვდება მათი მავნე ზეგავლენა.
არავინ ფიქრობს იმაზე, რომ არ იქნას ნაგავი დაყრილი უკანონოდ, შემცირდეს საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელის ტერიტორია, გადამუშავდეს სინთეტიკური მასალა, რადიოაქტიური ნარჩენები და სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებების გატარებაზე.
ნიადაგის დაბინძურების ყველა მიზეზი თვით ადამიანია, რაც საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს იმ გარემოს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ამრიგად მხოლოდ ჩვენ, ადამიანებს შეგვიძლია აღმოვფხვრათ ეს. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ორი რამ, სწორი დაგეგმარება და ბუნებრივი რესურსის სწორი გამოყენება.
მაგალითად ორგანული და მდგრადი სოფლის მეურნეობის მეთოდების გამოყენებას შეუძლია შეამციროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების საჭიროება. სუფთა ენერგიას მაგალითად ქარის ან მზის ენერგიას შეუძლია ნელ-ნელა ჩაანაცვლოს ნახშირის ან ბირთვული ქარხნების არსებობა.
ეკოჟურნალისტი თაკო თეთრაძე
#ჩვენვზრუნავთჩვენსპლანეტაზეიზრუნეშენც
Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT