დღევანდელი დღე მართლაც გამორჩეული, ძალიან ლამაზი და ემოციებით დატვირთული იყო წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მეოთხე კლასელებისათვის. მათ წარმოგვიდგინეს მუსიკალურ- ლიტერატურული კომპოზიცია ,,აი ია- დან მწვერვალებისკენ! “. გვიამბეს თავიანთი ოთხწლიანი თავგადასავალი, ბევრი თბილი სიტყვა უთხრეს პირველ მასწავლებლებს, გულწრფელად გამოხატეს მადლიერება და სამომავლო სურვილებიც გააჟღერეს. სიტყვა მოგვცეს,რომ აი ია-თი დაწყებულ ჯადოსნურ სამყაროს გააგრძელებენ. წინ მართლაც დიდი გზა აქვთ გასავლელი,მომავალი ცოდნის მწვერვალებისაკენ.
ღონისძიებას ესწრებოდა გიმნაზიის რექტორატის წარმომადგენლები: პრორექტორი სასულიერო საგნების სწავლების დარგში დეკანოზი ზურაბ ( სუბელიანი) პრორექტორი მაია ონიანი და ხარისხის მართვის ხელმძღვანელი ფიქრია კვაბზირიძე და სასწავლო პროცესის კოორდინატორი ელისო გურეშიძე.
პედაგოგები და მოსწავლეები, მათ ძალიან მოიწონეს ღონისძიება, ბოლოს კი მამა ზურაბმა დალოცა და წარმატებები უსურვა ამ სიცოცხლით სავსე, ნიჭიერ და ხალასი აზროვნების ბავშვებს ცხოვრების გზაზე.