ამბობენ, ხელოვნება ადამიანის შინაგანი სამყაროს იმ ნაწილის გამოხატულებაა, რომელიც სხვა საშუალებებით ვერ გამოვლინდებაო… შესაძლოა, გამოვლინდეს კიდეც , თუმცა არა – ასე ლამაზად. ,,ხელოვნება სულზე კვალად დაჩნეული სიხარულისა თუ ტკივილის ანარეკლია.’’
წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის IX კლასის მოსწავლის, ანანო სილაგაძის, (ხელოვნების პედაგოგი: სოფიო ქუთათელაძე) ფერწერული შემოქმედება მისი შინაგანი განცდების, სასწაულებრივად გადმოტანაა ფურცელზე.
სწორედ მისი ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყო სასულიერო გიმნაზიის სივრცეში, რამაც ძალიან დიდი მოწონება გამოიწვია სასკოლო საზოგადოების მხრიდან.
წარმატებებს ვუსურვებთ სიკეთით და სითბოთი მადლცხებულ ნიჭიერ გიმნაზიელს.