24 მაისს ნათელი,ლამაზი,მზიანი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს I-ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მზია ბალანჩივაძე).
პატარებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში გვამოგზაურეს და ნამდვილი დღესასწაული მოგვიწყვეს. ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, ,,დედაენას“ და მის ავტორს, დიდ იაკობ გოგებაშვილს.
ლამაზი მუსიკალურ ნომრებით მოეფერნენ იას( მუსიკის პედაგოგი მარიამ თალაკვაძე). სიურპრიზად მშობლებთან ერთად ცეკვაც შემოგვთავაზეს. ბევრი თბილი სიტყვა გვითხრეს და პირობა მოგვცეს, რომ უკეთესად ისწავლიან ,შეიყვარებენ და დაიცავენ საყვარელ მშობლიურ ენას.
პატარების ზეიმს ესწრებოდა მშობლები, პედაგოგები, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები და სასულიერო გიმნაზიის ადმინისტრაცია, მათ გზა დაულოცეს პირველკლასელებს,მიულოცეს პირველი კალსის დასრულება, ბევრი თბილი და სასიამოვნო სიტყვები გაატანეს საგზლად საზაფხულო არდადაგებზე.