არაერთი წარმატებული სპორტსმენის აღმზრდელ ქალაქ-წყალტუბოს კიდევ ერთი ოლიმპიური სპორტის სახეობის – მაგიდის ჩოგბურთის სექცია დაემატა, რომელიც წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების ხელმძღვანელ ლევან ჩანქსელიანთან და ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად,საზეიმო ვითარებაში გახსნა.
სექციამ ფუნქციონირება წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის სპორტული დარბაზის ბაზაზე დაიწყო, რასაც დიდი სიხარულით შეხვდა სპორტის ამ სახეობით დაინტერესებული მოსწავლე-ახალგაზრდობა, სექციის ხელმძღვანელად სასულიერო გიმნაზიის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგი გაგა უშვერიძე დაინიშნა. წინსვლა და წარმატებები გვინდა ვუსურვოთ გაგა მასწავლებელს და სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულ ახალგაზრდობას.