მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, X კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია „ახლოს მოიწი, სამშობლოს გულო“. (მასწავლებელი: ნათია ღოღელიანი) აღნიშნეს ქართული კულტურის სულის წვდომისათვის ლიტერატურის გაცნობის უდიდესი მნიშვნელობა, რადგან ქართული ლიტერატურა ქართველი კაცის აღსარებაც არის და ოცნებაც.
აქ იღებს სათავეს ეროვნული ერთიანობის, ენისა და მამულის პატრონობის იდეა და დღემდე რჩება შემოქმედი ქართველების შთაგონების წყაროდ.
მოსწავლეებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის იდეა დაუკავშირეს ჰაგიოგრაფიას, შუასაუკუნეობრივ მსოფლმხედველობას და მის წიაღში შობილ ეროვნულ თემატიკას.
გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება სამაგალითოდ დასახეს და გააჟღერეს სურვილი შექმნან გრიგოლ ხანძთელის გზის მცველთა კლუბი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლა-გიმნაზიის პრორექტორი სასწავლო- ადმინისტრაციულ დარგში ქ. მაია ონიანი, ხარისხის მართვის მენეჯერი ფიქრია ცერცვაძე, ქართული ენა ლიტერატურისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის თავჯდომარე ელისო გურეშიძე და სხვა პედაგოგები.
#მხოლოდწარსულისცოდნითდაუცავსყოველსერსთვისიეროვნებათავისიარსებობათავისივინაობა