ზაფხულის პირველი დღე – 1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესასწაულს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ და რა თქმა უნდა, საქართველოც არაა გამონაკლისი.ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოში, მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ბავშვთა გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
ქალაქის ცენტრალურ პარკში, კულტურულ და შემეცნებით აქტივობებსა და ასფალტზე ცარცით ხატვით კონკურსში პატარები ხალისით ჩაერთნენ. ამ საერთო ჟრიამულში მონაწილეობა მიიღეს წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმაც გამოვლენილი აქტიურობისთვის ისინი ქალაქმა სიგელებით დაჯილდოვა.