ემოციებითა და სიხარულით აღსავსე დღე… დღეს ქალბატონმა იამზე ჩოგოვაძემ კიდევ ერთი კლასი დააფრთიანა გიმნაზიის მე-4 ა კლასის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს ლამაზი და საინტერესო მუსიკალური ლიტერატურული კომპოზიცია “ბავშვობის ოთხი წელი”.
მოსწავლეებმა ისაუბრეს და ლექსები წაიკითხეს სარწმუნოებაზე, სამშობლოზე, ქართულ ენაზე და გიმნაზიაში გატარებულ წლებზე. იცეკვეს და იმღერეს. პატარებმა მადლობა გადაუხადეს გიმნაზიის ხელმძღვანელ პირებს და თითოეულ მასწავლებელს, გაწეული შრომისა და იმ საინტერესო სამყაროს შექმნისათვის როგორიც გიმნაზიაში სუფევს.
კლასის მშობლებმა კი დამრიგებელს თავდაუზოგავი შრომისათვის სამადლობელი სიგელი გადასცეს.
რექტორატმა და პედაგოგებმა გზა დაულოცეს აღსაზრდელებს და წარმატებები უსურვეს.