წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მიერ 2022-2023 სასწავლო წლისთვის არჩეულ პრიორიტეტულ თემას: გარემოს დაცვა, მე -3 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ფიქრია კვაბზირიძე) დიდი ხალისით გამოეხმაურნენ.

12 ოქტომბერი მათ სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების დღედ აქციეს. დედამიწის პატარა მოამაგეებმა ოთხფეხა მეგობრებთან ერთად მოაგროვეს გიმნაზიის ეზოსა და მის მიმდებარედ არსებული ნარჩენები, გადაარჩიეს პოლიეთილენის ბოთლები და ერთჯერადი პარკები სხვა ნარჩენებისგან და მოათავსეს შესაბამის ურნებში. იმედია, მათი მცირედი წვლილი კეთილად წაადგება ჩვენს საყვარელ და კეთილ პლანეტას!

#გიმნაზიისეკოკომიტეტი

#ჩვენვზრუნავთჩვენსპლანეტაზეიზრუნეშენც!

#გიმნაზიისეკოთაობა

#ეკოთაობა

Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT

Share Button