სოხუმის დაცემიდან 30-ე წელი…ძნელია ამ დღეზე რაიმე ისაუბრო, დღეს ხომ სოხუმი 30-ედ დაეცა….
ემოციურად დატვირთული დღე გამოვიდა.
წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებისთვის. მათდილიდანვე პატივი მიაგეს დაღუპულთა სულებს და ყვავილებით შეამკეს წყალტუბოში არსებული მემორიალი, პარაკლისი გადაუხადეს და მამა გიორგი დანგაძესთან ერთად ილოცეს მათი სულების მოსახსენიებლად.
გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლემ, თომა ლიპარტელიანმა კი ქუთაისში, საქართველოს მთლიანობისათვის მებრძოლთა მემორიალზე კიდევ ერთხელ წაიკითხა გურამ ოდიშარიას ლექსი ,,ჩვენ სოხუმში გემით დავბრუნდებით“ .
კიდევ ერთხელ გაგვეყინა ძარღვებში სისხლი და კიდევ ერთხელ ჩაგვისახა იმედი…დღის ბოლოს კი X კლასის მოსწავლეები დაესწრნენ ფილმის ჩვენებას „ბუჩამდე იყო აფხაზეთი….“ მოისმინეს ნამდვილი ისტორიები, როგორც ფილმიდან ასევე დამსწრე საზოგადოებიდან.”
მაგრამ ქრისტიანობა ტკივილთან ერთად იმედისა და სიხარულის რელიგიაა და ჩვენც გვწამს, რომ, როგორც ჯვარცმით არ დამთავრებულა მაცხოვრის ამქვეყნიური ყოფა, არამედ აღდგომითა და ამაღლებით, ჩვენი ქვეყანაც, თუ ქრისტეს მცნებების ერთგული იქნება და აღდგება და ამაღლდება სულიერად, აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას.” – ილია II