წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის ეკოსკოლამ პროექტის პირველი საფეხური უკვე განვლო, შერჩეულ იქნა ეკოკომიტეტის წევრები, კოორდინატორი და მდივანი.
რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, ეკოსკოლების პროგრამის შემდეგი საფეხურია მდგრადობის აუდიტის ჩატარება სასკოლო საზოგადოებაში.
შემოთავაზებული 3 თემიდან :
1. ბიომრავალფეროვნება
2. ნარჩენების მართვა
3. კლიმატური ცვლილება
შევარჩიეთ კლიმატური ცვლილება. სწორედ ამ თემატიკის შესაბამისი კვლევის კითხვარი დაეგზავნათ ჩვენს ადმინისტრაციას, მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს. ველით თქვენს აქტიურ ჩართულობას.
Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT