წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია ჩაერთო ორგანიზაციის “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში.
პროექტის მიზანია: -გარემოს, როგორც არსებობის კრიტიკული ელემენტის როლის გააზრება;-მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა;
დღეს სასულიერო გიმნაზიაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები , რომელზეც მოსწავლეები გაეცნენ პროექტის შესახებ ინფორმაციას, მიზნებს და სურვილი გამოთქვეს კომიტეტის წევრების შესარჩევ არჩევნებში მონაწილეობაზე.
შეხვედრას უძღვებოდა პროექტის ფასილიტატორი პედაგოგი ფიქრია ცერცვაძე
#ჩვენვზრუნავთჩვენსპლანეტაზეიზრუნეშენც