გრძელდება ძალიან, საინტერესო, ფერადი და ხალისიანი დღეები წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში,
ადამიანების ცხოვრებასა და ყოველდღიურ ურთიერთობაში ღიმილი მნიშვნელოვანი ფენომენია, რომლითაც ჩვენ ემოციებს გამოვხატავთ. სწორედ, რომ ბავშვების ამ ემოციამ და ბედნიერმა ღიმილმა გააფერადა ირგვლივ ყველაფერი.
წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიამ ყოველწლიური გლობალური მოქმედების დღეების კამპანიის ფარგლებში დღეს, 25 აპრილს, მეოთხე აქტივობა წარმატებით შეასრულა.
აქტივობის მიზანი იყო VI კლასელებისგან შემდგარ ჯგუფებს, ადგილზე მიეცათ სხვადასხვა ნივთებისთვის მერე სიცოცხლე, კონკურსი სახელწოდებით “ვაჩუქოთ ნივთებს მეორე სიცოცხლე”, ძალიან სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა.
ბოლოს კი გაიმარჯვა მეგობრობამ, მონაწილეებმა დაინაწილეს, ყველაზე კრეატიული, ყველაზე ლამაზი და ყველაზე გამოყენებადი ტიტულის სიგელები. კონკურსს აფასებდა გიმნაზიის კომპეტენტური ჟიური: გიმნაზიის პრორექტორი დეკანოზი ზურაბ სუბელიანი, გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი, ფიქრია კვაბზირიძე და ბუნებისმეტყველება-ბიოლოგიის პედაგოგი, ნინო ზაქარაია.აქტივობის ფასილიტატორი: ფიქრია ცერცვაძე ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი: ქრისტინა ქუთათელაძე და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი: სოფიო ქუთათელაძე.
#ჩვენვზრუნავთჩვენსპლანეტაზეიზრუნეშენც
Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT