მიმდინარე წლის 25 დეკემბერს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა – გიმნაზიის მე-3 კლასში ჩატარდა ვიქტორინა “პატარა ინტელექტუალები”. ვიქტორინის თემატიკა მოსწავლეთა ასაკის შესაბამისი და მრავალფეროვანი იყო.
ვიქტორინის მიზანი ბავშვების გუნდური მუშაობის, ინფორმაციის სწრაფად დამუშავების, ურთიერთკომუნიკაციის დახვეწის და შეძენილი ცოდნის სწრაფად გააზრება – გამოყენების უნარი იყო.
კლასის მოსწავლეთა ოთხი ჯგუფი ცდილობდა მაქსიმალურად გამოევლინა ცოდნა ყველა სასწავლო დისციპლინაში. ვიქტორინა საკმაოდ აზარტული და ემოციური გამოდგა.
შედეგების მიხედვით ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი – “ვარსკვლავები”
II ადგილი – “ლომები”
III ადგილი – “მერცხლები”
და აქტიური მონაწილეობის ადგილი დაიმსახურეს “არწივებმა.
ვიქტორინა მიჰყავდა კლასის დამრიგებელს იამზე ჩოგოვაძეს. აქტიურად იყვნენ ჩართულნი: ინგლისური ენის პედაგოგი ფიქრია ცერცვაძე, მე და საზოგადოების პედაგოგი თამარ ლალიაშვილი და კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ქრისტინა ქუთათელაძე. ჯიური გეოგრაფიის პედაგოგი ნინო დგებუაძე. ვიქტორინას ასევე ესწრებოდა გიმნაზიის საქმნის მწარმოებელი ლონდა ონიანი.
ვიქტორინამ მოსწავლეებში დიდი მოტივაცია გამოიწვია. სტუმრებს ძალიან მოეწონათ გონებამახვილი მესამეკლასელები, მადლიერება გამოხატეს მათ მიმართ და წარმატებები უსურვეს მოსწავლეებსა და მასწავლებელს.