თრუსოს ხეობის ბანაკი ,,ღმერთი,სამშობლო,ადამიანი” მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში (1-დან11-აგვისტომდე) მასპინძლობდა საქართველოს საპატრიარქოს საეპარქიო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს.
ბანაკში საინტერესო და შინაარსიანი 10 დღე გაატარა ჩვენი გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლეებმა- ნინო გოდერიძემ, ანდრია, ლუკა და ნიკოლოზ გოგიძეებმა. ისინი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ მშობლიურ გიმნაზიაში.
“ბანაკში საოცრად მეგობრული, თბილი, პოზიტიური და სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა-გვიყვებიან ისინი და უდიდეს პატივისცემას და მადლიერებას გამოხატავენ ბანაკის მესვეურების მიმართ: არქიმანდრიტ იოანე ფერაძის,ქალბატონ ნათია ჟღენტის, მორჩილისა და ლოტბარ გურამ გუნთაძის, მორჩილ ილიას და სხვათა და სხვათა მიმართ”, რომლებიც ათი დღის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდნენ და ეხმარებოდნენ მოსწავლეებს აქტიური დასვენების რეჟიმის , საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოევლინაში.
გიმნაზია უერთდება მოსწავლეთა გულწრფელ მადლიერებას თრუსოს ხეობის ბანაკის ორგანიზატორებსა და საქართველოს საპატრიარქოს უდიდეს მადლობას ვუხდით ამ შესაძლებლობებისათვის, ჩვენს მოსწავლეებს კი ვუსურვებთ ბედნიერ და მშვიდობიან ზაფხულს.