დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, პირველი აქტივობა: “ილუსტრირებული, კალიგრაფიული ნამუშევრები” – ს გამოფენა, ( პედაგოგები: ს. ვარდანიძე, ნ. მელქაძე. მ. ბალანჩივაძე, ი. ჩოგოვაძე, ფ, ცერცვაძე) მოეწყო.
ენას ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში განსაკუთრებული როლი აკისრია. 1978 წლის 14 აპრილს, სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა ქართველი ხალხი, ამ დღეს ერის ერთიანობამ მსოფლიოს ანახა, თუ რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ქართული ენა. უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა და მომავალ თაობებს დიდი ძალისხმევის შედეგად შეუნარჩუნდა ეს უნიკალური საუნჯე, რომელიც ჩვენმა პატარა გიმნაზიელებმა რუდუნებით და დიდი სიყვარულით შემოხაზეს.