წყალტუბოში მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“.
ღონისძიებაში ჩართული იყო ქალაქის ყველა სკოლა. ცხრა გუნდს შორის გამარჯვება წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილი შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ , ხოლო მესამე სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის პირველ საჯარო სკოლის გუნდებს ერგოთ.
გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და წარმატებები უსურვეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა, რიმა მარგიანმა, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა ჩხეტიანმა და საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჩანქსელიანმა.