2023-24 სასწავლო წელს სკოლა-გიმნაზიამ პრიორიტეტულ თემად კულტურულ ძეგლთა დაცვა აირჩია.

დაწყებით საფეხურზე 2-4 კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა კვლევა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების დონის დადგენის მიზნით.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 54 მოსწავლემ. კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეები საჭიროებენ დამატებით ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე, შესაბამისად დაიგეგმა კლასის საათები.

მე-2,მე-3 და მე-4 კლასებში დამრიგებლებმა (მ. ბალანჩივაძე, ნ. მელქაძე, ი. ჩოგოვაძე, ფ. ცერცვაძე) ჩაატარეს კლასის საათები, რომელზეც გაარჩიეს კულტურული მემკვიდრეობის სახეობები, ისაუბრეს თუ როგორი ტიპის ძეგლებს აქვთ მინიჭებული კულტურული ძეგლის სტატუსი და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი დაცვა.

#კულტურულიმემკვირეობისდაცვა

#მხოლოდწარსულისცოდნითდაუცავსყოველსერსთვისიეროვნებათავისიარსებობათავისივინაობა

Share Button