მრავალტანჯულ საქართველოს სულსა და სხეულს სამუდამოდ დააჩნდა კიდევ ერთი მძიმე ჭრილობა 1989 წლის 9 აპრილს, როცა უმოწყალოდ დაჩეხეს და დაწამლეს მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილე ათასობით მისი შვილები მხოლოდ იმისთვის, რომ თავიანთი სამშობლოს მთლიანობა, ერთიანობა, თავისუფლება სურდათ და გულისწადილი საჯაროდ,ხმამაღლა, ქვეყნის გასაგონად გამოხატეს. ამ სურვილმა გამოიყვანა ხალხი ქუჩაში და სწორედ ამ დღეს მიუძღვნეს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსისი სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის, ქართული ენის, ლიტერატურისა და საზ. მეცნიერებათა კათედრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება 8ა და11ბ კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც ისაუბრეს 9 აპრილის მნიშვნელობაზე და დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად წაიკითხეს ლექსები. ღონისძიება შეაფასა გიმნაზიის რექტორატმა და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და ღონისძიების ორგანიზატორებს-მაია გურეშიძეს,მაია ბახტაძეს და ბადრი პაპავას.