📚🌐 თანამედროვე მსოფლიოში მედია ყველაზე მძლავრი კულტურული იარაღია, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ამიტომ აუცილებელია, მოსწავლემ შეძლოს, ერთი მხრივ, ამ ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გაზიარება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა. მეორე მხრივ – მედია სამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება (ინფორმაციის გაფილტრვა) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება.

📚🌐 24 ოქტომბერს, მედიისა და წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში საინტერესო შეხვედრა ჩაუტარდათ მე-10 კლასელებს. (მასწავლებელი: ნათია ღოღელიანი)

📚🌐 სატელევიზიო გადაცემის „ლიტერატურული ფრაგმენტები“ ჩანაწერი იოანე საბანისძის „აბოს წამების“ გასააზრებლად გამოიყენეს და ეს გამოცდილება განაზოგადეს მედიწიგნიერებისათვის საინტერესო არა ერთ საკითხთან მიმართებით.მოსწავლეთა ჩართულობამ დისკუსიაში, რომელიც გადაცემის ნახვის შემდეგ გაიმართა, დაგვარწმუნა, რომ მულტიმედიაპროდუქტები ხელს უწყობს ინფორმაციის აღქმასა და გააზრებას. მოსწავლეებმა მთავარი სათქმელის ამსახველი ფრაზებითა და ფოტომასალით შექმნეს საინფორმაციო პოსტერი: „არაბი ჭაბუკი, რომელმაც საკუთარი თავი ქრისტიანობაში იპოვა.“

მედიაწიგნიერება – Media Literacy

#მედიაწიგნიერება

#ციფრულიმოქალაქეობა

#კრიტიკულიაზროვნება

#25ოქტომბერი

#დარჩითინფორმირებული

Share Button