მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფი არის არჩეული ორგანო. იგი წარმოადგენს გიმნაზიის სტრუქტურულ ერთეულს და უფლებამოსილებას ახორციელებს მომდევნო სასწავლო წელს მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფი ახალი არჩევნების ჩატარებამდე; მოსწავლეთა თვითმმართველობა დაკომპლექტებულია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისაგან ის ვალდებულია, თავისი საქმიანობა წარმართოს დებულების საფუძველზე და მის შესაბამისად, წვლილი შეიტანოს მოსწავლეთა განვითარებაში.
სწორედ ამ მიზნით სასულიერო გიმნაზიში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ყველა ნორმის და რეკომენდაციის დაცვით ჩატარდა არჩევნები. ხმათა უმრავლესობით თავჯდომარედ არჩეულ იქნა მე-11 კლასისი მოსწავლე რუსუდან ლორთქიფანიძე, მოადგილეები მე-10 კლასისი მოსწავლე გურამ ფანცხავა და მე-9 კლასისი მოსწავლე მარიამ ქაჯაია.
წარმატებულ მუშაობას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს.


