2020 წლის 5 თებერვალს საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღინიშნა. წყალტუბოს მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში წიგნის საჯარო კითხვის მარათონს, ადგილობრივი თვითმმართველობის, მუნიციპალიტეტის განათლების სექტორის წარმომადგენლები და მოსწავლე-ახალგაზრდობა შეუერთდნენ. წაკითხული იქნა დიდი ქართველი მწერლის ჩვენი თანაქალაქელის ბატონი ოტია იოსელიანის ბრძნული აზრები და მნიშვნელოვანი ციტატები მისივე ნაწარმოებებიდან.
სხვა სკოლებთან ერთად ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო ქყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაც, მოსწავლეებს თან ახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ამავე კათედრის გამგე- მაია გურეშიძე, აქტიურ და წიგნის კითხვის მოყვარულ მოსწავლეებთან ერთად:
Xა -კლასის მოსწავლეები იობიძე ნინო, ლიპარტელიანი სალომე, ყურაშვილი ლიკა, ლორთქიფანიძე რუსუდანი.
Xბ – კლასის მომსწავლე ჭელიძე ნინი.
IXა – კლასის მოსწავლეები თემურ გასვიანი, ჭუმბურიძე დიანა, ხვისტანი მაგდა.
IXბ – კლასის მოსწავლე აბულაძე ნიტა
Vlll- კლასის მოსწავლე მარიამ ქაჯაია.