ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ”ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში არსებულ “მწვანე ბანაკში” მონაწილეობას იღებდნენ სასულიერო გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლეები ( ანასტასია კორკოტაძე, ნიკოლოზ ვარდანიძე, ქეთევან გვიდიანი და მურად კინწურაშვილი)
ბანაკი ორგანიზებული იყო პროექტის ”კომპოსტირების ხელშეწყობა მდგრადი სასოფლო თემებისათვის” ფარგლებში. პროექტი განახორციელდა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის “სპექტრის” გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP Georgia) წარმართავს. ბანაკის მუშაობა ძალიან საინტერესო და მამამოტივირებელი აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისათვის, ფაქტიბრივად მათ გააგრძელეს ის იდეა, რომლის გარშემოც გიმნაზია მთელი წლის განმავლობაში წარმატებით მუშაობდა,
გვინდა წარმატება ვუსურვოთ ორგანიზატორებს და ჩვენს წარმატებულ მოსწავლე ახალგაზრდობას, ნამდვილად აუცილებელია ჩვენი დღევანდელი ჩართულობა ხვალინდელი მწვანე მომავისთვის.