ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“- საქართველოში ეკოსკოლების პროგრამას ახორციელებს, იგი გარემოსდაცვითი განათლების ფონდის(FEE) ასოცირებული წევრი და ეკოსკოლების ოფიციალური წარმომადგენელია ეროვნულ დონეზე. ეს პროგრამა მიზნად ისახავს, მოსწავლეთა ჩართულობით და ექპერიმენტალური სწავლების გზით, აღზარდოს აქტიური მოქალაქე, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს გარემოს დაცვაზე და ამ პროცესს დაუკავშირებს საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

ამ პროექტის ფარგლებში, გასულ წელს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზაში შეიქმნა მოსწავლეების, მასწავლებლებისა და გიმნაზიის ადმინისტრაციით დაკომპლექტებული ეკოკომიტეტი.დღეს ეკოკომიტეტის ინიციატივით მთელი სასკოლო საზოგადოებისა (მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები) და მოწვეული სტუმრების ჩართულობით პროექტის ერთ-ერთი აქტივობა „მწვანე დღე გიმნაზიაში“ განხორციელდა. ღონისძიება სამადლობელი და მამოტივირებელი სიტყვებით გახსნა გიმნაზიის პრორექტორმა ქალბატონმა მაია ონიანმა, მან სტუმრებს გააცნო დღის წესრიგი, რომელიც უამრავი საინტერესო და მუსიკალური ნომრით იყო დატვირთული. მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები-ყველა ერთიანად შეუდგა ბუნების გაცოცხლებას, გალამაზებას, გიმნაზიის სუფთა და მწვანე გარემოს შექმნას…

ღონისძიებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა გენადი ბალანჩივაძემ, რომლის ინიციატივით გიმნაზიას სხვადასხვა ყვავილისა და ხის ნერგი გადაეცა საჩუქრად, პროექტი წარმატებით ხორციელდება ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, გიმნაზიის რექტორის-მეუფე იოანეს ლოცვა- კურთხევით, რომელმაც მერთან და წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან მამუკა ჩხეტიანთან და გიმნაზიის მოძღვრებთან ერთად გიმნაზის ეზოში ბზები დარგო.

გვჯერა, მეუფის ლოცვა კურთხევით გიმნაზიის ტერიტორია ულამაზეს წალკოტად გადაიქცევა.

#გიმნაზიისეკოკომიტეტი

#ვფიქრობთგლობალურადვმოქმედებთლოკალურად

Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT

Share Button