როდის იღიმება ადამიანი? როცა დადებითი ემოციით არის სავსე, კარგი განწყობილება აქვს და, უბრალოდ, ბედნიერია.
დღეს, ერთ წუთით მაინც, რომ შემოგეხედათ წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში, დარწმუნდებოდით, რომ ცხოვრება ლაღი, ფერადი და მშვენიერია.
ჩვენთვის მუდამ ასეა, როდესაც ბავშვების ღიმილიანი სახეები გვხვდება, თუმცა დღეს ჩვენი პატარები “მხიარულმა ჯამბაზებმა” გაახალისეს.
დიახ, დღეს გიმნაზიის კედლები სავსე იყო მხიარულებით, ფერადოვნებით, ბედნიერებით, სილაღითა და სიხარულით, პატარებთან ერთად დიდებმაც იხალისეს, შეიქმნეს საუკეთესო განწყობა და დადებითი ემოციებით აივსნენ
.სიცილი, ღიმილი, ძალას შეგმატებთ და სასიცოცხლო ენერგიით აგავსებთ.
თუ ბედნიერი იქნებით და სიცოცხლე გეყვარებათ, პრობლემებსაც უკეთ გაუმკლავდებით, მიხვდებით, რომ ცხოვრება მშვენიერია და თქვენს ახლობლებსაც გააბედნიერებთ!