23 ივნისს ქ. წყალტუბოში ოლიმპიზმის დღე სხვადასხვა სპორტული აქტივობებით აღინიშნა.
სპორტის სასახლეში ოლიმპიურ სახეობებში – ძალოსნობასა და მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა შეჯიბრი.
შეჯიბრში მონაწილეობას სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებიც იღებდნენ.
ძალოსნობაში მე -2 ადგილზე გავიდა გიმნაზიის XI ბ კლასის მოსწავლე შოთა იობიძე, ხოლო მაგიდის ჩოგბურთში მე-2 ადგილი VI კლასის მოსწავლე ნიკოლოზ უშვერიძემ დაიკავა.
ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას, წინ კიდევ უფრო ბევრი წინსვლა და გამარჯვება გელოდებათ. უფალი იყოს თქვენი მფარველი