წრიული ეკონომიკის პრინციპების გააზრებისა და ათვისების მიზნით მომდევნო გაკვეთილი ჩატარდა, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის VIII კლასში (პედაგოგები: ნინო დგებუაძე, ფიქრია ცერცვაძე) გაკვეთილის თემა “პროდუქტების გავლენა გარემოზე”.
გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებმა პედაგოგების დახმარებით იმსჯელეს მდგრადი განვითარების მიზნების და მათი დაცვის აუცილებლობაზე.
ისაუბრეს პროდუქტების წარმოების შედეგად გამოწვეულ ხილულ და უხილავ საფრთხეებზე, შეასრულეს ჯგუფური სამუშაო, რომელზე. განიხილეს სხვადასხვა პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი.
იმსჯელეს და გააკეთეს თავიანთი დასკვნები, თუ როგორ შეამცირონ პროდუქტების წარმოების მავნე ზეგავლენა გარემოზე
#ჩვენვზრუნავთჩვენსპლანეტაზეიზრუნეშენც
@Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT