პროფესიის არჩევა მოზარდის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
ეს არ არის მარტივი პროცესი.
არჩევანის გასაკეთებლად მოზარდმა, ერთი მხრივ, უნდა გააცნობიეროს, რა არის მისი ინტერესების სფერო და რა უნარები და კომპეტენციები აქვს ამ სფეროში, მეორე მხრივ კი თანხვედრაში მოიყვანოს ისინი სასურველი პროფესიის მოთხოვნებსა და შესაძლებლობებთან. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სწორი არჩევანი გულისხმობს სწორედ სრულ თანხვედრას ამ სამ ფაქტორს – “მინდას”, “შემიძლიასა” და “საჭიროას” – შორის.სწორედ ამ მიზნით დღეს წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში იმყოფებოდნენ სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტები გვანცა დარსაველიძე და ლუკა წილოსანი.
პრეზენტაციამ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა, მათ ისაუბრეს აკადემიის მთავრ მიზნებსა და ამოცანებზე, თუ როგორ უნდა ჩავაბაროთ და გავხდეთ იუნკერი, აჩვენეს საინტერესო ვიდეო რგოლები და აქტივობები.
ვფიქრობთ, მსგავსი აქტივობები ამაღლებს მოსწავლეებში ცნობიერების და მოტივაციის დონეს.
წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებსა და აკადემიის პრეზენტატორებს.