გიმნაზიის მოსწავლეებმა საინტერესოდ გაიაზრეს არსებული რეალობა, ფიქრობენ თვითონაც და აქვთ მცდელობა, დაგვაფიქრონ ჩვენც. მოსწავლეების აზრით, ეს განსაცდელი მოგვეცა გამოსასწორებლად და არა პირიქით, დასაფიქრებლად და არა დროის დასაკარგად.
„რას გვეუბნება სიჩუმე, რომელიც გარინდებამ, მოლოდინმა და ერთი მიზნით დისტანცირებამ გამოიწვია? რას გვეუბნება გულისხმა? სულ სხვაგვარმა მონატრებამ, ფიქრმა და ოცნებამ გაიტაცა ადამიანთა გულები, სამყარო თითქოს შედგა, მთელი არსებით გაითავისა საფრთხე და დააფასა თითოეული ადამიანის ზრუნვა, ნუგეში, პასუხისმგებლობა, რაზე დააფიქრა ისინი სიჩუმემ, თუ მონატრებამ? – ამ ყველაფერზე ძალიან ლამაზად გვიყვებიან გიმნაზიის VIIა კლასის მოსწავლეები (ფასილიტატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნ. ღოღელიანი) ნინო გოდერიძე, მარიამ ჭელიძე, ანასტასია ტოკარსკაია, ელენე კალანდაძე, მარიამ შვანგირაძე და მათი თანატოლები”