სასიამოვნო ემოციებით დატვირთული საახალწლო ღონისძიება ჩატარდა მართლმადიდებლურ სკოლა- გიმნაზიაში ამა წლის 28 დეკემბერს , გიმნაზიის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით. მათ უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა გიმნაზიის ადმინისტრაციამ.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა სახის საინტერესო და სახალისო ნომრები.
ღონისძიების დასასრულს გიმნაზიასთან არსებულმა გუნდმა “ივერონი”, საშობაო საგალობლით მიულოცა დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი.
მოსწავლის შრომის აღიარება, წახალისება ერთგვარი მოტივაციაა შემდგომი წინსვლისა და წარმატებისა, მაგრამ ამ აღიარებას, რომ ქველმოქმედი ადამიანები გამოუჩნდება და ფულადი ჯილდოთი წაახალისებს ეს უკვე სიკეთეა.
ადმინისტრაციამ თანადგომისთვის, ქველმოქმედებისა და მოსწავლეების გახარებისთვის მადლიერების სიგელი გადასცა ქალბატონ ნათია შვანგირაძეს.
გიმნაზიის დირექტორატი მადლობას უხდის საინიციატივო ჯგუფს და მის თავმჯდომარეს ელენე კვერნაძეს კარგად ორგანიზებული ღონიძიებისთვის. მადლობა გიმნაზიის ფსიქოლოგს თამარ ლალიაშვილს და ხელოვნების პედაგოგს სოფო ქუთათელაძეს თანადგომისთვის.
ბედნიერებით , სასიამოვნო დღეებით სავსე ახალ წელს გისურვებთ.