” საახალწლო კარნავალი” წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის, წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის “მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის” მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი მთავარი პროექტი იყო.
კარნავალში მონაწილეობდნენ გიმნაზიელები მე-7-11 კლასიდან.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მომზადების პასუხისმგებლომა მთლიანად თავიანთ თავზე აიღეს მოსწავლებმა დირექციის დიდი მხარდაჭერით, ერთობლივი , დაუღალავი თვენახევრიანი შრომის შემდგარი შესანიშნავი შედეგი დღეს, 29 დეკემბერს იხილეს გიმნაზიელებმა. სანახაობა მართლაც შთამბეჭდვი იყო, ორი კულტურის ნაზავი, ქართული ტრადიციული და თანამედროვე ახალი წელი, ცეკვები, ლექსები, სუფრის ტრადიციები…
ბავშვები მაქსიმალურად დაიხარჯნენ რათა შეექმნათ ის საახალწლო განწყობა, ემოცია, მუხტი რაც გვაკლია ეს ბოლო წლებია. თავადაც მიიღეს სიამოვნება ამ ყველაფრით და ჩვენც დაგვიტოვს წარუშლელი და ფერადი მომენტები ნაცრისფერი წლიდან.
სიტყვები ალბათ მართლაც უძლურია გადმოსცე ეს ემოცია, თუმცა ღონისძიების ბოლოს დალოცვამ სრულყოფილი გახადა დღე.ეს სწორედ ის მომავალია რის იმედადაც საქართველო ჯერ კიდევ დგას ფეხზე და კიდევ დიდხანს იდგება მყარად.
მრავალს დაესწარით ჩვენო საყვარელო ბავშვებო, მშობლებო, ჩვენო პედაგოგებო, გიმნაზიის მეგობრებო და სრულიად საქართველოვ. არ მოგშლოდეს ესეთი ფერადი, ლაღი, ამაღელვებელი და თბილი დღეები.