საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ეტაპის ღონისძიება, 26 ნოემბერს წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში  გაიმართა.

2019-2020 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ წყალტუბოს  ღონისძიებას, ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა.

წყალტუბოს „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი – ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. მესამე ეტაპით კი – კონკურსი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ამავე ღონისძიებაზე 1-ლი და მე-2 ტურის გამარჯვებულ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

Share Button