მ ი ს ი ა
ა(ა)იპ წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია ქმნის პოზიტიურ,კონკურენტუნარიან და სწავლისთვის მამოტივირებელ გარემოს,რათა აღზარდოს მართლმადიდებელი ქრისტიანი, ფიზიკურად,ზნეობრივად და ინტელექტუალურად განვითარებული, გულისხმიერი და შემწყნარებელი, ერთმანეთის პატივისმცემელი მომავალი თაობა, რომელიც თავის პოტენციალს მოახმარს ეროვნულ მიზნებს.
ხ ე დ ვ ა
სასკოლო განათლება განუვითარებს მოზარდს ქრისტიანული ღირებულებებისა და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის უნარ – ჩვევებს, ასწავლის ქართული სულიერი ფასეულობების შენარჩუნებას ოჯახის მართლმადიდებლური ტრადიციების პატივისცემას და სამშობლოს სიყვარულს. თითოეული მოსწავლის ინტერესების, შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შესაძლებელი გახდება კრიტიკულად მოაზროვნე,ცოდნაზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდა. სკოლა-გიმნაზია ყველა საჭირო აქტივობას დაგეგმავს, რათა მოსწავლეებმა ეროვნულ (და საერთაშორისო)სასწავლო ოლიმპიადებში წარმატებით იასპარეზონ. არაფორმალური განათლების წილის გაზრდით, სკოლა-გიმნაზია მოახერხებს მოსწავლეთა აქტიური ჩართულობას სხვადასხვა ინოვაციურ რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო პროექტებში. გიმნაზიის ბაზაზე პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობით, 2031 წლისთვის წამყვანი და მენტორი მასწავლებლების რიცხვი იქნება მზარდი გაიზრდება 50%-ით.
ღ ი რ ე ბ უ ლ ე ბ ე ბ ი
გაცხადებული მომავლის ხედვისა და მისიის განხორციელების მიზნით,სასკოლო საზოგადოება თანხმდება,რომ სკოლა-გიმნაზიამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა თანამშრომელმა , თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და ღირებულებებით(მიდგომებით): ღვთისა და მოყვასის სიყვარული; პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა და არჩეული საქმისადმი ერთგულება; კეთილსინდისიერება და მიუკერძოებლობა სიახლეებისადმი მზაობა და მიმღებლობა; თანაგანცდა და თანადგომა; ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა წარსული გამოცდილების გამოყენებით; პედაგოგთა პროფესიული ზრდა და განვითარება; გუნდური მუშაობა. საჯაროობა, სანდოობა და გამჭვირვალობა სკოლა-გიმნაზია ითვალისწინებს სწავლა – სწავლების პროცესში ჩართული პირების ინტერესებსა და შეხედულებებს, შესაბამისად თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: გუნდური მუშაობა, რომელიც თავის თავში გულისხმობს კათედრებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და თემის ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, რომ თემის თითოეულ წევრს ჰქონდეს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები.