სასულიერო გიმნაზიის 8 კლასის მოსწავლეები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კვირეულის ფარგლებში, (მასწავლებელი: ნინო ზაქარაია) იმყოფებოდნენ აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის , ზოოლოგიის მუზეუმში .
ბავშვები გაეცნენ მუზეუმის მრავალფეროვან ექსპონანტებს , როგორც ხერხემლიან ასევე უხერხემლო ცხოველებს, 20 საუკუნის 40-იან წლებში დაბადებულ სიამის ტყუპებს და სიმახინჯეებს , რომელთა ნიმუშები დღემდე ინახება. მუზეუმის უმეტესი ექსპონანტი დამუშავებული იყო ამავე უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტების მიერ.
დღე სავსე იყო სასიამოვნო გაოცებებითა და აღმოჩენებით, ბავშვებმა სამახსოვრო ჩანაწერებიც დატოვეს მუზეუმის წიგნაკში და უამრავი დადებითი ემოციით დაბრუნდნენ გიმნაზიაში.