24 თებერვალს ეკოდაივერების წევრები: მარიამ შვანგირაძე, ანასტასია ნიკოლაძე და ანი ხალიანი ეწვივნენ წყალტუბოს „სათნოების სახლს“, სადაც მომსახურე პერსონალი სიხარულით დახვდათ მათ და გააცვნეს მუშობის პრინციპები, პროპორციები და თანმიმდევრობა.
გოგონები დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ უფასო საკვების დარიგებას. გამოცდილ პერსონალთან ერთად მუშაობისას მათ გაიგეს გუნდური მუშაობისა და მომსახურების მნიშვნელობა. მიუხედავად მცირე ასაკისა, გოგონები თავიანთ ამოცანებს პასუხისმგებლობით და მიზანდასახულობით უდგებოდნენ.
საკვებს ანაწილებდნენ და ემსახურებოდნენ ბენეფიციარებს. გოგონები არამარტო საჭმელს არიგებდნენ, არამედ დრო დაუთმეს იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებსაც ემსახურებოდნენ და უთანაგრძნობდნენ.
ბენეფიციარები მადლიერნი იყვნენ არა მხოლოდ მიღებული საკვებისთვის, არამედ ახალგაზრდა მოხალისეების მიერ მათ მიმართ გამოვლენილი სიკეთისა და თანაგრძნობისთვის. ინიციატივა არა მხოლოდ საჭირო დახმარებას უწევდა გაჭირვებულებს, არამედ ხელს უწყობდა საზოგადოებისა და ერთიანობის გრძნობას.
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ “შათნოების სახლის” ხელმძღვანელს ბატონ გია ალიბეგაშვილს ამ შესაძლებლობისთვის.