2 ივნისს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში, ეკოკომიტეტის სამოქმედო გეგმის მიხედვით, განხორციელდა მომდევნო დაგეგმილი აქტივობა/ვიზიტი მეტეოროლოგიურ სადგურში. გიმნაზიის გეოგრაფიის პედაგოგმა ნინო დგებუაძემ 7 კლასთან ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ესაუბრა ბავშვებს თუ რა იწვევს კლიმატის ცვლილებას , როგორ ხდება ამინდის პროგნოზირება და რა გავლენას ახდენს ამინდი კლიმატის ცვლილებაზე.კლიმატი წლიდან წლამდე განმეორებადი ამინდის ტიპია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ლოკალურად შეგვეძლოს განსაზღვრა ამინდის მდგომარეობის.
ამის შემდგომ მოსწავლეები იმყოფებოდნენ ქვიტირის მეტეოროლოგიურ სადგურში პრაქტიკულად გაიგეს თუ როგორ თუ როგორ ხდება ამინდის პროგნოზირება. რა ხელსაწყოებია საჭირო ამინდის პროგნოზის განსაზღვრისთვის, როგორ ხდება აღნიშნული ინფორმაციის შეგროვება და შემდეგ ანალიზის საფუძველზე დასკვნის გამოტანა, რაც საშუალებას იძლევა პროგნოზი გაკეთდეს თუ მომდევნო დღეებში როგორი ამინდია მოსალოდნელი.
#ჩვენვზრუნავთჩვენსპლანეტაზეიზრუნეშენც
Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT