ქართულ ხუროთმოძღვრებასა და კულტურას დიდი ისტორია აქვს. მთელს საქართველოში უამრავი სხვადასხვა პერიოდის ძეგლია შემორჩენილი, გამორჩეული მაღალმხატვრულობითა თუ ისტორიული მნიშვნელობით.სწორედ რომ, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს დაეთმო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილი VI კლასში, რომელზედაც ბავშვებმა შექმნეს პროექტები, მოიძიეს დამატებითი ინფორმაციები, გააკეთეს კედლის გაზეთები და წარმოადგინეს ძალიან საინტერესო პრეზენტაციები.საგნის მასწავლებელი: ქრისტინა ქუთათელაძე