გრძელდება პროექტი “ყველაზე მედიაწიგნიერი” (ფასილიტატორი: ქრისტინა ქუთათელაძე)IX კლასის მოსწავლეებმა, შექმნეს კედლის გაზეთი სახელწოდებით “მედიაწიგნიერება”და კლასისი საათის ფორმატში, წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაცია.
მედიაწიგნიერების კონცეფცია დააკავშირეს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებასთან. კერძოდ, მედიაწიგნიერება განვიხილეს, როგორც, ერთი მხრივ, ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში ორიენტირების, ინფორმაციის გაფილტვრის და, მეორე მხრივ, ახალი ინფორმაციის/ცოდნის შექმნისა და გაზიარების ინსტრუმენტად.დასვეს კითხვები და გამართეს დისკუსია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ პროექტის ტრენერები XI კლასის მოსწავლეები: ქეთა სანიკიძე და ნატა კინწურაშვილი