მ/წ 30 მაისს, წყალტუბოში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და USAID საქართველოს მხარდაჭერით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბავშვთა უფლებების შესახებ, ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, ქალბატონმა ირინე ჩიხლაძემ და USAID საქართველოს წარმომადგენელმა.

ღონისძიებაზე ისაუბრეს ბავშვის უფლებების, თავისუფლებებისა და ამ მხრივ, სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობასა და როლზე. ხოლო, ღონისძიების მეორე ეტაპზე სახალხო დამცველის აპარატის თემატური დეპარტამენტების წარმომადგენელთა ჩართულობით, ბავშვები ჩაერთნენ ჯგუფურ სამუშაოებში, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა ბავშვთა უფლებების სხვადასხვა, თემატური მიმართულებები.

კერძოდ, ბავშვის უფლებათა კონვენციისა და ბავშვის უფლებათა კოდექსით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა, აზრის მოსმენა, მონაწილეობა და გამოხატვის თავისუფლება, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები და ამ მხრივ სახელმწიფოს ვალდებულებები.

ღონისძიების ფარგლებში, ჯგუფური მუშაობისას, ბავშვებმა,სახალხო დამცველის აპარატს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისათვის, რომ უკეთ იყოს ბავშვთა უფლებები დაცული.

დასკვნით ნაწილში ბავშვებს გადაეცათ სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ ერთობლივად შემუშავებული ბავშვზე მორგებული, ილუსტრირებული მასალები, ბავშვის უფლებების შესახებ.

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ეკოდაივერების წევრები: მარიამ შვანგირაძე და ანანო სილაგაძე

Share Button