მედიაწიგნიერება მთელი ცხოვრების გზაზე მოგზაურობას ჰგავს, რაც უფრო მეტს სწავლობ, მით უფრო ძლიერდები.
ინფორმაციულად გაჯერებულ სამყაროში შენი ცოდნა ჩირაღდანს ჰგავს, რომელიც გზას გინათებს დეზინფორმაციის სიბნელეში.
25 ოქტომბერს, მედიაწიგნიერების საერთაშორისო დღეს, მედიისა და წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში საინტერესო და ემოციებით დატვირთული შეჯიბრი გაიმართა V და VI კლასებს შორის kahoot.it მეშვეობით (მასწავლებელი: ქრისტინა ქუთათელაძე)
თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა ჯგუფებს შორის, გამოვლინდა 3 გამარჯვებული ჯგუფი და 3 კაპიტანი.გამარჯვებულები სიგელებით დააჯილდოვა გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერმა: ფიქრია ცერცვაძემ.
მედიაწიგნიერება – Media Literacy