მიმდინარე წლის 26 თებერვალს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის III-ა კლასში, სახალისო და მოსწავლეთა უნარებზე ორიენტირებული ღია გაკვეთილი ჩატარდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში (საგნის მასწავლებელი ფიქრია ცერცვაძე) თემაზე: ” ჩემი საყვარელი წელიწადის დრო”. გაკვეთილის მიზანი იყო კითხვის და საუბრის უნარ-ჩვევის განვითარება. მოსწავლეებმა დაახასიათეს წელიწადის დროები, წარმოადგინეს მათი საყვარელი წელიწადის დროების ნახატები და ისაუბრეს მათ შესახებ, მათ ასევე წარმატებით გაართვეს თავი წყვილებში მუშაობას.