დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა და ის არ არის დაავადება. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს ნაცვლად 46 ქრომოსომისა, აქვს დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.
დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. ჯონ დაუნი მეცნიერია, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.
2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.
რატომ წინდები? ვინაიდან წინდებს ქრომოსომის ფორმა აქვთ, იდეამ მიიღო კამპანიის სახე. წინდები დღის სიმბოლოდ იქცა მათი ქრომოსომასთან მსგავსების გამო. ფერადი წინდის ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვება.
საქართველოში არსებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელობით მოეწყო დისტანციური აქცია „ჩვენ ერთად ვქმნით ფერად სამყაროს“ ბავშვები სიამოვნებით ჩაერთვნენ ამ ონლაინ კაპმანიაში და გამოხატეს სოლიდარობა მზის შვლების მიმართ.
ჩვენ ყველანი უფლის შვილები ვართ, სწორედ უფალი დაგვიფარავს ამ მძიმე ჟამს.
#მეგობრებიარითვლიანქრომოსომებს
#ჩვენიმეგობრებიჩვენიგარემოცვაა
#ესმხოლოდზედმეტიქრომოსომაა
#დარჩისახლში
#ჩვენდავამარცხებთCovid19ს