,,დიახ, გულწრფელი სიყვარულით, გონიერებითა და იმედით მოვდივართ მომავლიდან, ბედნიერებითა და იმ რწმენით, რომ ერთად ავაშენებთ მშვიდობის ქალაქს.“ – ამ სიტყვებით დაიწყეს დღეს ღონისძიება წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის, I-ბ (დამრიგებელი ნ. მელქაძე) და IV (დამრიგებელი თ. ჯიქია) კლასების ულამაზესმა გოგო-ბიჭებმა.
პირველმა კლასმა თავისი ერთი წლის შრომის ნაყოფი წარმოაჩინა, მოეფერა უფალს, სამშობლოს, მშობლიურ ენას, თავისუფლებას და საყვარელ მასწავლებელს. მეოთხე კლასმა კი – უკვე 4 წლის შედეგები შეაჯამეს ანგარიში ჩააბარეს საყვარელ მასწავლებლებლებს, მშობლებს და გიმნაზიას. კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებლებს და ესტაფეტა მომავალ თაობას გადასცეს.
ღონისძიებას ალამაზებდა პატარების მიერ შესრულებული სიმღერები (პედაგოგი მ. თალაკვაძე) და საცეკვაო ნომრები.
ღონისძიების დასასრულს პატარები დაგვპირდნენ, რომ იქნებოდნენ სიკეთისა და საქართველოს ერთგულნი, დააფასებდნენ მასწავლებლების უსაზღვრო ამაგს, დაიცავენ მშვიდობას და თავისუფლებას დედამიწაზე და ერთად ააგებენ მეგობრობის პირამიდას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, პედაგოგები, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები და სასულიერო გიმნაზიის ადმინისტრაცია, მათ ორივე კლასს სიხარულით მიულოცეს კიდევ ერთი სასწავლო წლის დასრულება, გზა დაულოცეს მომავლისკენ და ლამაზი, ბედნიერი, ლაღი, შინაარსიანი სასიამოვნო არდადეგების გატარება უსურვეს.