წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში გრძელდება ქალთა თვისადმი მიძღვნილი კვირეული “წარსულიდან…….მომავალში”
მიუხედავად იმისა, რომ ქალთა როლები ყოველთვის მიიჩნეოდა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად, ისინი იშვიათად იქცევდნენ ყურადღებას საჯარო დისკურსიებში. ქალებს ხშირად უწევთ სხვადასხვა სამუშაოს ერთდროულად კეთება და, ამავე დროს, სრულყოფილი დედის, მეუღლისა და მშრომელის საჯარო იმიჯის შენარჩუნება.
მათ იბრძოლეს და მიაღწიეს იმას რომ საზოგადოებაში ტრადიციულად აღქმულ იმიჯთან ახალი, საზოგადოეებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ქალის სახის შერწყმა მოხდა..
წარმოადგენდე შენს სამშობლოს, ბევრ სხვადასხვა სფეროში , ეს უკვე დიდი პასუხისმგებლობაა, სწორედ რომ ქართველი, სხვადასხვა სფეროში, წარმატებული ქალები გავიცანით V კლასის (დამრიგებელი: ნათია გუბელაძე) მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაზე. ბავშვებმა ნათლად ისაუბრეს, აღნიშნული ქალბატონების მიღწევებზე, თავიანთი მისაბაძი პიროვნებებიც დაასახელეს და ისურვეს, მათ მსგავსად, მათაც გაიტანონ სამშობლოს სახელი საზღვრებს გარეთ.
პრეზენტაციას ესწრებოდა გიმნაზიის პრორექტორი სასწავლო-ადმინისტრაციულ დარგში ქალბატონი მაია ონიანი და მათემატიკა ისტ კათედრის თავჯდომარე, ქრისტინა ქუთათელაძე.
მათ ძალიან მოიწონეს ბავშვების მიერ წარმოდგენილი აქტივობები, მადლობა გადაუხადეს მათ და მათ დამრიგებელს და წარმატებები უსურვეს.