📚📖 წიგნს შეუძლია იყოს ადამიანის საუკეთესო მრჩეველი, რადგან მას შესწევს ძალა დააფიქროს ის ცხოვრებაზე, არსებობაზე, სირთულეებზე, პრობლემების გადაჭრის გზებზე, გრძნობებზე, ემოციებზე, დამოკიდებულებებზე მოვლენების მიმართ, ზოგადსაკაცობრიო თემებზე და კიდევ ბევრ სხვა რამეზე.
📙📘 საინტესესოდ და შემოქმედებითად აღნიშნა წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის VIა კლასში (პედაგოგი: სოფიო ქუთათელაძე)
📕📘 “წავიკითხოდ წიგნები, უკეთესად ვიქნებით” ამ სათაურის ქვეშ მოსწავლეები გაეცვნენ დიდი ქართველების ცხოვრებას, იმსჯელეს და გაიაზრეს თითოეული დეტალი.
📔📓 და ბოლოს, როგორც ციცერონი იტყოდა: ,,წიგნებთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებავს, სიბერეს ამხიარულებს, ბედნიერებას ამშვენებს, უბედურებაში თავშსაფარს და დამშვიდებას იძლევა“
#წიგნისკითხვისსაერთაშორისოდღე