მიმდინარე წლის 9 სექტემბერს ა(ა)იპ წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის  მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში  2024-2025   სასწავლო წლის პირველი პედაგოგიური სხდომა  გაიმართა, სკოლა- გიმნაზია  ახალ სასწავლო წელს მრავალი სასიამოვნო სიახლით შეხვდა;

  • მესამე საფეხურის  მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის დანერგილი დიფერენცირებული მიდგომა და მოსწავლეთა  საჭიროებებს მორგებული საათობრივი ბადე ე.ს.გ-ის III მოდელის  შესაბამისად
  • ფორმალური  განათლების კუთხით წარმატებული კურსდამთავრებულიები და 100%-იან გრანტის მფლობელი  კურსდამთავრებული
  • არაფორმალური განათლების კუთხით  მწვანე დროშა და კეცხოველის პრემია 2024 ფინალისტობა (ქულების მიხედვით I ადგილი საქართველოს მასშტაბით)
  • წარმატებით  განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები და  გალამაზებული სკოლა-გიმნაზიის ინტერიერ

ასევე ინფორმაცია მოგვაწოდეს:

  • მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მისიის, ხედვის, ღირებულებებისა და 2024-2025 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის განხილვა-დამტკიცების შესახებ
  • სკოლა-გიმნაზიის 2024-2025 სასწავლო წლის   სასკოლო კურიკულუმის მოდიფიცირება და  საათობრივი ბადის განხილვა საფეხურების მიხედვით ( დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • სკოლა-გიმნაზიის   საგნობრივი  კათედრის თავმჯდომარეებისა და კლასის დამრიგებლების   რეკომენდირება-დამტკიცების შესახებ – მაია ონიანი/სკოლა-გიმნაზიის  მმართველი დირექტორის  მოადგილე სასწავლო- ადმინისტრაციულ დარგში/
  • 2024-2025 სასწავლო წლის ხარისხის მართვის მენეჯერის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის  განხილვა-დამტკიცების შესახებ – ფიქრია ცერცვაძე / სკოლა-გიმნაზიის  ხარისხის მართვის მენეჯერი/
  • სკოლა-გიმნაზიის   ადმინისტრაციული რესურსით განხორციელებული ინფრაქტრუქტურული პროექტების შესახებ – დეკანოზი ზურაბ სუბელიანი  /მმართველი დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით  დარგში/

Share Button