👩‍🎨👨‍🎨ამბობენ, ხელოვნება ადამიანის შინაგანი სამყაროს იმ ნაწილის გამოხატულებაა, რომელიც სხვა საშუალებებით ვერ გამოვლინდებაო… შესაძლოა, გამოვლინდეს კიდეც , თუმცა არა – ასე ლამაზად. ,,ხელოვნება სულზე კვალად დაჩნეული სიხარულისა თუ ტკივილის ანარეკლია.’’

🎨🎨წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის IX კლასის მოსწავლის, ანანო სილაგაძის, (ხელოვნების პედაგოგი: სოფიო ქუთათელაძე) ფერწერული შემოქმედება მისი შინაგანი განცდების, სასწაულებრივად გადმოტანაა ფურცელზე.

✅✅სწორედ მისი ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყო სასულიერო გიმნაზიის სივრცეში, რამაც ძალიან დიდი მოწონება გამოიწვია სასკოლო საზოგადოების მხრიდან.

🟣🟡წარმატებებს ვუსურვებთ სიკეთით და სითბოთი მადლცხებულ ნიჭიერ გიმნაზიელს.

Share Button