❤️❤️ სიყვარული პოეზიის პირველი მიზეზია. ვიდრე ერის გული, ეროვნული პოეზიის სახით, სიყვარულის უნარს ინარჩუნებს ,მისი დაბერება არ იქნება.

🧡🧡 საქართველოს პოეტებმა ჩვენს დღეებამდე მოიტანეს ერთი სიხარულის შეგნება: მხოლოდ ნამდვილი სიყვარულით შეიძლება ბედნიერების ნაპირებთან მიახლოება და სწორედ ამ გრძნობას მიუძღვნეს დღეს მე-11 კლასის (მასწავლებელი მაია გურეშიძე) გოგო-ბიჭებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომოიზიცია-,,ასე უყვარდათ საქართველოში”, სადაც ემოციურად შეასრულეს ქართველ პოეტთა ლექსები.

💜💜 საღამოს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა მუსიკალურმა ნომრებმა.

💙💙 დასასრულს, ბავშვები თბილი სიტყვებით შეამკეს და მომავალი წარმატებები უსურვეს გიმნაზიის პრორექტორებმა ქალბატონმა მაია ონიანმა და დეკანოზ ზურაბ სუბელიანმა, ქართული ენის, ლიტერატურისა და საზ.მეცნიერებათა კათედრის თავჯდომარემ, ქალბატონმა ,ელისო გურეშიძემ.

Share Button