წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის, ქ.წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მე-11ა და მე-11ბ კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის კურსის დამთავრებასთან დაკავშირებით ( პედაგოგი: ნაზი თედორაძე) გადაწყვიტეს 2021 წლის 14 ივნისს, ჩაეტარებინათ ერთობლივი ღონისძიება, თემად აირჩიეს აჭარული და რაჭული სამზარეულო. კერძოდ აჩმა ხაჭაპურისა და რაჭული ლობიანის მომზადება, სახელწოდებაც აქიდან შეირჩა „ აჭ- რაჭუნა“

პარალელურად წარმოადგინეს ამ კუთხეების ფოლკლორი, ეთოგრაფიული ნივთები, ისტორიული მიმოხილვა, ერთმანეთს ლექსისა და სადღეგრძელოების თქმაშიც გაეჯიბრენ და კეთილი სურვილებიც არ დაიშურეს, ბოლოს გაერთიანდნენ და ღონისძიება ცნობილი რაჭული ლექსით „შეგვეწიოს ყოვლად წმიდა ხოტევი და ნიკორწმიდა“-თინ დაამთავრეს, ერთმანეთი, ჩვენი გიმნაზია და დედა სამშობლო სხალთისა და მრავალძალის სალოცავებს შეავედრეს.

იყო ბევრი სიცილი, მხიარულება, სითბო სიყვარული და მოულოდნელი კურიოზებიც.

ღონისძიება გიმნაზიის რექტორატმა შეაფასა და ბავშვები და პედაგოგები დალოცა,

Share Button