ფერადი წარწერებით აჭრელებული პერანგები, ფაციფუცი, კეთილი სურვილები… ერთდროულად ბედნიერი და სევდიანი დღე… ბავშვობის ყველაზე თბილი და ტკბილი მოგონებები, თორმეტი წელი,გატარებული მშობლიური გიმნაზიის კედლებში და წინ ახალი ჰორიზონტები იმედები, მოლოდინები…

დიახ, დღეს ბოლო ზარია ჩვენს სასწავლებელში, ულამაზესი გოგო-ბიჭების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება- საინტერესო, ამაღელვებელი. უკვე გრძნობ, რომ დიდი ხარ, დამოუკიდებლად სიარულს იწყებ და ეს განცდა ოდნავ გაშინებს, თანაც გაამაყებს, საკუთარ ძალებში გარწმუნებს.

გილოცავთ, ჩვენო კარგებო, გიმნაზიის დასრულებას, გიმნაზიის რექტორატი, პედკოლექტივი ბედნიერ, საინტერესო, წარმატებულ, სიკეთიით სავსე ცხოვრებას გისურვებთ. გესახელებინოთ თქვენი ოჯახები, მშობლიური სასწავლებელი, ქვეყანა!

ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

Share Button